სპორტული აქტივობები შშმ პირების მონაწილეობით

12:32, 11.12.2018

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“- ფარგლებში,  გორში, სამხედრო აკადემიის რეკრეაციულ სივრცეში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტული აქტივობები გაიმართა.

30-ზე მეტი შშმ პირი ერთმანეთს პეინტბოლში, მაგიდის ჩოგბურთში, მიზანში სროლასა და ბილიარდის ტურნირში შეეჯიბრა.

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმაც მიიღეს.  გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ.

მსგავსი