სპორტსმენების საპროტესტო აქცია. ფოთის მერიასთან საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ითხოვენ შეხვედრას.
შეკრებილები მოითხოვენ დროულად მოიძებნოს ფინანსური რესურსი, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა. საუბარია 45 ათას ლარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს დააკლდება 6 ქულა, რაც კლუბის სატურნირო მდგომარეობას უკიდურესად გააუარესებს.