სპორტის სასახლის რეაბილიტაცია იწყება

63-წლიანი ისტორიის მქონე სპორტის სასახლის რეაბილიტაცია იწყება.

თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ავთენტურ იერსახეს შეინარჩუნებს. გეგმის მიხედვით, დაგეგმილია ტერიტორიის მოწესრიგება, ინფრასტრუქტურის გამოცვლა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.

1961 წელს აშენებულ ნაგებობას მასშტაბური რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. შენობა, რომელიც წლებია, ძირითადად სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის გამოიყენება, მომავალში უფრო მრავალფუნქციური უნდა გახდეს.