სასტუმრო ამბასადორში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მომდევნო სამი წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის, ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა.
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მომავალი სამი წლის მანძილზე კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას დარგობრივი პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებას დაუთმობს.