ახალგაზრდული ოლიმპიადა

საქართველოს სამკაცა კალათბურთის ნაკრები არგენტინაში ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს.

ვაჟ კალათბურთელთა გუნდი დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში წარადგინეს. ღონისძიებას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, კულტურისა და სპორტის სუმინისტროს და კალათბურთის ფედერაციის  ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, სამი-სამზე კალათბურთი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის თამაშების პროგრამაში ცალკე დისციპლინად შეიტანა.