საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო. Sport Park Stadium-ზე მაღალი დონის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა უმასპინძლა.
მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში წელს 40 ქართველი სტუდენტი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში იასპარეზებენ. სპორტის 18 სახეობაში ასპარეზობა 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სულ დაგეგმილია 269 შეჯიბრი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ათასობით სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.