სპორტის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს კიკვიძის პარკში.
ღონისძიებაში თხუთმეტზე მეტი სპორტული ფედერაცია მონაწილეობდა. კიკვიძის პარკში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი თამაში და სპორტის სახეობა. მონაწილეებისთვის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა მკლავჭიდში ლევან საგინაშვილმა მასტერკლასი ჩაატარა.
„სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის“ 6 აპრილს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები კიკვიძის პარკში კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით გაიმართა.