საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე მოკრივეების – ლაშა გურულისა და არტიუშ გომციანის მეოთხედფინალურ ბრძოლებს დაესწრო. ლაშა გურულმა ბულგარელ რადოსლავ სიმეონოვს სძლია და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გურულმა ამ გამარჯვებით პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. თეა წულუკიანი პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე სხვა ქართველი სპორტსმენების ასპარეზობასა და დახურვის ცერემონიასაც დაესწრება.