სპორტის მასწავლებლებისთვის ახალი სატრენინგო პროგრამა ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში, პედაგოგები თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ აქტივობებსაც გაივლიან.
ტრენინგ-მოდულს, რომელიც უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ საგანგებოდ შემუშავდა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს.
პროგრამით, 2017 წლის ბოლომდე, სულ სპორტის 750 მასწავლებელი გადამზადდება.