სპორტის მასწავლებლებისთვის ახალი სატრენინგო პროგრამა ამოქმედდა

სპორტის მასწავლებლებისთვის ახალი სატრენინგო პროგრამა ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში, პედაგოგები თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ აქტივობებსაც გაივლიან.

ტრენინგ-მოდულს, რომელიც უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ საგანგებოდ შემუშავდა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს.

პროგრამით, 2017 წლის ბოლომდე, სულ  სპორტის 750 მასწავლებელი გადამზადდება.