Sport Fest-ი თბილისში

დედაენის ბაღში Sport Fest-ი ტარდება.

პირველი სპორტული ფესტივალი ერთ სივრცეში სპორტის სხვადასხვა სახეობებს, სპორტულ დაწესებულებებს, მოყვარულებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. ფესტივალზე მოწყობილია რამდენიმე ზონა, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობებია წარმოდგენილი. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ფესტივალის პარტნიორი საქართველოს პირველი არხია.