სპექტაკლ „ტესტოსტერონის“ პრემიერა გამართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა სპექტაკლის „ტესტოსტერონის“ პრემიერა გამართა. საპრემიერო ჩვენებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პოლონელი დრამატურგის, ანჯეი სარამონოვიჩის გახმაურებული კომედია „ტესტოსტერონის“ თეატრალური ვერსია, ქართულ სცენაზე რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ დადგა. სპექტაკლში როგორც მესხიშვილის თეატრის, ასევე მიწვეული მსახიობები მონაწილეობენ.