სპექტაკლ “ფიროსმანის” თბილისური პრემიერა. გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული თეატრის სცენამ, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრს უმასპინძლა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, ლეგენდად ქცეული მხატვრის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მისი რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია. დადგმა ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის თავს ეძღვნება.
წარმოდგენა მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებელზეა გათვლილი. “ფიროსმანის” პრემიერა ფოთში, გასული წლის ნოემბერში შედგა და მას უკვე აქვს საგასტროლო მიწვევა რამდენიმე ქვეყნიდან.