სპეცოპერაციის დეტალებზე საუბარი საპარლამენტო ოპოზიციას ნდობის ჯგუფის ფორმატში სურს. უმცირესობის დეპუტატები ითხოვენ, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები პარლამენტში მივიდნენ და კანონმდებლებს ინფორმაცია დახურულ ფორმატში მიაწოდონ.
სპეცოპერაციაზე დღეს მორიგი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე კოლეგებს გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.