რეიდი ღამის კლუბებში და 15 დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი ოდენობით თანხის დაუფლების და გამოძალვის სქემას გახსნილად აცხადებს. ბრალდებულთა აყვანის ოპერაცია შარდენის, ბამბის და რკინის რიგის ქუჩებზე ჩატარდა. დაკავებულებს შორის არიან ღამის კლუბების მენეჯერები და მომსახურე პერსონალი. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთილ პროდუქციაზე გაცილებით მეტ თანხას ახდევინებდნენ, უარის შემთხვევაში კი შანტაჟს და გამოძალვის ხერხებს მიმართავდნენ. იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც.