იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა.
ღონისძიება მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ახალი მანქანების შესყიდვის აუცილებლობა პენიტენციურ სისტემაში არსებულმა მწვავე დეფიციტმა განაპირობა. მინისტრის განმარტებით, 2012-2015 წლებში პენიტენციური სისტემისთვის 36 მანქანა იყო შესყიდული, რომელთაგან უმეტესობა მწყობრიდან გამოსვლის გამო ექსპლუატაციიდან ამოიღეს.