ცნობილი ინტერნეტ-პროექტი ერთ წელში საქართველოშიც ამოქმედდება.
ილონ მასკის „სტარლინგის“ თანამგზავრული სისტემა ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან დაინერგება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გეოგრაფიულად რთულ ადგილებშიც მაღალ სიჩქარიანი და იაფი ინტერნეტის ბარიერების გარეშე მიწოდებას ნიშნავს. ცნობილი ბიზნესმენის პროექტის განსახორციელებლად მსხვილი ინფრასტრუქტურის ნაცვლად მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მოწყობილობაც კი საკმარისია. მასკის კომპანიის მიერ შექმნილი პროექტი დედამიწის ორბიტაზე ათასობით თანამგზავრის გაშვებას და ნებისმიერ წერტილში თანამგზავრულ მიმღებებთან დაკავშირებას გულისხმობს. არაერთ ქვეყანაში „სტარლინგის“ მომხმარებელთა ნაკადი სულ უფრო მატულობს. სატელიტური ინტერნეტ-სერვისის საქართველოში დანერგვა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.