სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. მოისმინა მათი პრობლემები, რაც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელ ნაგავსაყრელს, წყლისა და კანალიზაციის სისტემასა და შიდა გზების პრობლემას ეხება. სოზარ სუბარმა ამომრჩევლებს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში მოეწყობა წყალგამწმენდი ფილტრები, ასევე მიმდინარეობს მუშაობა გაზშემკრების პროექტირებაზე, რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, ლილოს დასახლებაში ორი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რომლისთვისაც 102 000 ლარია გამოყოფილი, ასევე მიმდინარეობს გარეგანათების მოწყობაც.