პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერის გახსნის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ერთადერთი საშუალება არის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ოკუპანტზე მუდმივი ზეწოლის განხორციელება.
მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადასასვლელების გახსნაზე პარტნიორებთან ერთად მუშაობს და ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. კომენტარი გააკეთა ახალგორის გამგებელმაც, რომელიც აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში სხვადასხვა სახის პრობლემა 1200-ს მოქალაქეს აქვს.