სომხურ-ქართული ფორუმი

სომხურ-ქართული ფორუმი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. რატი ბრეგაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტით ერევანში და მანამდე – მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციით.

მხარეებმა რეგიონში პროფესიული და სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამართლის უზენაესობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმების შედეგები განიხილეს.