სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სომხეთი საერთაშორისო კონვენციის დაცვის მოთხოვნით, ყარაბაღში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითხოვს. სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანმა „თავი უნდა შეიკავოს იმ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა მისი ვალდებულებები დაარღვიოს“. მედიის ცნობით, სომხეთი სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს ალიევის მთავრობა, რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა, დატოვოს ყარაბაღი, ასევე უზრუნველყოს გაერო-სა და წითელი ჯვრის წარმომადგენლების ხელმისაწვდომობა რეგიონის სომეხ მოსახლეობასთან. მოთხოვნებს შორის არის, აზერბაიჯანელი სამხედროებისა და სამართალდამცავების მიერ ყარაბაღის სამოქალაქო ობიექტების დატოვება.