ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა “სურბ გევორგის” საკათედრო ტაძარი მოილოცა.
ნიკოლ ფაშინიანს ტაძარში შეკრებილი მოსახლობა, სომეხი სამღვდელოება და სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა. მოლოცვის შემდეგ ფაშინიანმა ტაძრის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.