როდის გაფორმდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება – ყარაბაღში ომის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ფაზის დასრულების და რეგიონზე აზერბაიჯანის კონტროლის დამყარების შემდეგ, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ მხარეების დაზავებაა.
ხელშეკრულების პირობების ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა უსაფრთხოების საკითხი უთანხმოების თემად რჩება. მოლაპარაკებების პარალელურად აშშ-დან და ევროკავშირიდან სულ უფრო ხშირად კეთდება კრიტიკული განცხადებები აზერბაიჯანის მიმართ, რასაც აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენებიც დაემატა. ურთიერთობები ცალმხრივი ვერ იქნება – ასეთია ბაქოს პასუხი ვაშინგტონში გაჟღერებულ განცხადებებზე. პარალელურად, დასავლეთი სომხეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას იწყებს, რაც რუსეთის წინააღმდეგობას იწვევს.