სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ „ტვიტერზე“.