სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები

თბილისში, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აფასებს ილია დარჩიაშვილი. ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, მშვიდობის განმტკიცება რეგიონში ერთობლივი კოორდინაციით არის შესაძლებელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ თბილისი მზად არის მომავალშიც უმასპინძლოს ორი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყოს იმ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას, რომელიც მათ დღის წესრიგში დგას.