ქართული მხარის შუამავლობით, სომხეთის 15 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. საუბარია აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებულებზე. გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის მონაწილეობით იქნა მიღებული.
დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, საუბარია სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემაზეც.
თამუნა წიკლაური დეტალებით.