სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
დღეს 11 საათიდან ყველა მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება ტარდება.
თბილისის სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ატარებს. გუშინ საღამოს კი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
ამ დღეებში, სპეციალური წესის მიხედვით ინთება ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდებათ მორწმუნეებს, რის შემდეგაც აღევლინება საღმრთო ლიტურგია.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მორწმუნეები სანთლებს ანთებენ და წმინდა სანთელი სახლში მიაქვთ. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველი სახლის კურთხევის ცერემონიაც ტარდება.