სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. სადღესასწაულო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. საზეიმო მსახურება დიდ შაბათ დღეს, საღამოს, 19 საათიდან დაიწყო. წირვა მიმდინარეობდა ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის საპატიო დასწრებით. სადღესასწაულო წირვა თბილისის ეჩმიაძინის, სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში და ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. ამ დღეს სპეციალური წესის დაცვით ინთება ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდებათ მორწმუნეებს, რის შემდეგაც აღევლინება საღმრთო ლიტურგია.