სოლიკო ვირსალაძის შექმნილი კოსტიუმები ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმში. უნიკალური კოლექცია დამთვალიერებლისთვის საგამოფენო დარბაზში ინაცვლებს. განსაკუთრებული ადგილი ვახტანგ ჭაბუკიანისთვის შექმნილ კოსტიუმის ასლს უკავია, რომლის ორიგინალიც წლების წინ ხანძრის შედეგად განადგურდა. მისი აღდგენა კი დოკუმენტური ფილმის საშუალებით მოხდა.
ესკიზები, ჩანახატები და მუზეუმში დაცული კოსტიუმების ასლები. მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმილი ნიმუშები, 31 მარტის ჩათვლით, დარჩება საექსპოზიციო დარბაზში.