სოლიკო ვირსალაძის ალბომი

ცნობილი ქართველი სცენოგრაფის შემოქმედება ერთ კატალოგში გაერთიანდა.

სოლიკო ვირსალაძის იუბილისადმი მიძღვნილ ორენოვან კატალოგში მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური თეატრალური და კინო-ესკიზებია თავმოყრილი. პრეზენტაცია ხელოვნების სასახლის თეთრი ნიმფების დარბაზში მოეწყო, სადაც დამთვალიერებელს ვირსალაძის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ეროვნული კოსტიუმების ნახვაც შეუძლია.