მოგზაურობა სოლიკო ვირსალაძის ფერებში 

ეროვნული გალერეა მალე სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას დაეთმობა.

ეს იქნება ბოლო 20 წელში ყველაზე მასშტაბური გამოფენა. წარმოადგენენ კერძო კოლექციებსა და კულტურის სამინისტროს სხვადასხვა ფონდში დაცულ უნიკალურ ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე მისული დამთვალიერებელი ვირსალაძის მიერ შექმნილ სუხიშვილების ცნობილ კოსტიუმებს, ასევე მსოფლიოს დიდი თეატრებისთვის მომზადებულ ესკიზებს იხილავს.