24 თებერვალს თბილისში დაგეგმილ აქციას პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები არ დაესწრებიან. მათი თქმით აქციის ჩატარების მიზანი ბუნდოვანია, რის გამოც არ უერთდებიან მას.
„ლელოს“ პოზიცია გაუგებარია სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისთვის. „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ ხვალინდელი აქცია არ არის პოლიტიკური და ის მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ არასერიოზულია აქციის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც თავად ორგანიზატორები მას არ ესწრებიან.
აქციის საორგანიზაციო ჯგუფი ამ წუთებში ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას მართავს.