სოლიდარობის აქცია

„9 აპრილის საზოგადოებისა“ და „ახალი ეროვნული მოძრაობა – სამშობლოს“ წარმომადგენლებმა იაპონელებს ხიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების 75 წლისთავი მიუსამძიმრეს. ისინი თბილისში იაპონიის საელჩოსთან მივიდნენ და მდუმარე აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ხიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.