სოხუმში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ისინი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერიან ბგანბას გადადგომასთან ერთად, ეგრეთ წოდებული ძალოვანი მინისტრების, რაიონული ხელმძღვანელებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. საპასუხო აქციებს მართავენ კიდევ ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას მომხრეებიც.
შეგახსენებთ, რომ ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ასლან ბჟანია მწვავე ინტოქსიკაციის გამო, კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს.