ფინანსთა მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებული კახეთში სოფელ ერისიმედის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებს მათ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები გააცნეს და მათთან ერთად, საპროექტო წინადადებები განიხილეს. მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული თანხა სასმელი წყლის ქსელების მოწესრიგებაზე დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში, სოფლის კრებები, ასევე დაგეგმილია მაჩხაანის თემის რამდენიმე სოფელში, სადაც ადგილობრივების გადაწყვეტილებით, შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია, ასევე მოგვარდება წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და გარე განათების პრობლემები.