გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა – ლევან დავითაშვილმა დღეს მოქალაქეებს ორი სფეროს განვითარების 10-წლიანი ხედვა გააცნო.
პრიორიტეტი იქნება ადგილობრივი წარმოების წახალისება და მხარდაჭერა, რისთვისაც პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი მეურნეობების მოწყობა და ამ მიზნით მილიარდ 700 მილიონის გამოყოფა იგეგმება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გასაზრდელად დაანონსდა რამდენიმე ახალი პროგრამაც. ხედვაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებზე, რეკრეაციული სივრცეების გაფართოებასა და ჰაერის ხარისხის გამოსწორებაზე.