სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
შეხვედრას ქართული მედიის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც სოფლის განვითარების კუთხით, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საქართველოს რეალობაში გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
შეხვედრა ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.