სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2017-2020 წლების სტრატეგია წარადგინა

სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შეხვედრას ქართული მედიის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც სოფლის განვითარების კუთხით, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საქართველოს რეალობაში გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრა ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.