კახეთში სეზონური მოსავლის აღების პროცესი სრულდება.
ადგილობრივები მარცვლეულის ხარისხით და პროდუქციის რაოდენობით კმაყოფილები არიან. მოსავლის გასაზრდელად და ხორბლის დასაბინავებლად ადგილობრივებმა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებითაც ისარგებლეს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხერხდა ნათესების ახალი ტექნიკით დამუშავება. დასასრულს უახლოვდება ატმის კრეფაც. მრავალწლიანი პრობლემა გარკვეულწილად მოგვარებულია – შეუფერხებელი ექსპორტირებისთვის პროდუქციის ნაწილის სამაცივრე მეურნეობებში შენახვა უკვე შესაძლებელია.