საქართველოს მთავრობამ, დღეს, 14 მაისს, სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე პროგრამა დაამტკიცა. დეტალებზე მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა.
ფერმერების მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამები, ითვალისწინებს სამელიორაციო გადასახადისგან გათავისუფლებას, აგროწარმოების ხელშეწყობას მექანიზაციისა და მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნის მიმართულებით, ასევე ერთწლიანი კულტურების თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვას.
მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებითი შეღავათებიც.