ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. დელეგაცია „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფისა“ და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა.
პროექტი 2017 წელს დაარსდა. ეს არის პლატფორმა, რომელიც სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს აერთიანებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარებას. ის აერთიანებს თეთრიწყაროში მცხოვრებ, 20-ვე თემის 97 წარმომადგენელს, მათ შორის არიან ეროვნული და რელიგიური უმცირესობები, დევნილები და ეკომიგრანტები.