არხოტის ხეობის სოფლებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლებისგან მიტოვებული იყო, გადარჩენის შანსი უჩნდება. ულამაზეს და უყურადღებობის გამო, მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილ სოფლებს, სამთავრობო გეგმის მიხედვით, მალე ელექტროენერგია, გზა და ინტერნეტი ექნება.
გარდა ამისა, იგეგმება ისტორიული შენობების რეაბილიტაცია. ხეობის სოფლების აღდგენის შემდეგ, საქართველოს ტურისტულ რუკას ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი უნდა შეემატოს. ვიდრე პროექტი განხორციელდება, გურამ როგავა დაინტერესდა, რა პრობლემებით უწევს ცხოვრება ბოლო 30 წლის განმავლობაში ხეობის მოსახლეობას.