სოფელ ვაყას მოსახლეობის მოთხოვნა

მეორე წელია სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას საჯარო სკოლაში.

1986 წელს გახსნილი სკოლის საძირკველი დაზიანებულია. შენობას საინჟინრო ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება თუ ახალი აშენდება. მოსწავლეების მშობლები ითხოვენ დასახელდეს კონკრეტული ვადები, როდის შეძლებენ მათი შვილები სოფელ ვაყას სკოლაში დაბრუნებას და იმ სირთულეებზე საუბრობენ, რაც ბავშვებს სხვა სკოლაში სიარულის დროს ექმნებათ. მშობლები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული და ორშაბათამდე არ ექნებათ პასუხი, ისინი შვილებს სკოლაში აღარ გაუშვებენ.

რა პასუხი აქვს მშობლების მოთხოვნაზე სკოლის ადმინისტრაციას და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს, – ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი იმყოფებოდნენ სოფელ ვაყაში.