ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაგვიდასტურეს.
რუსმა ოკუპანტებმა გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია.