სოფელ შამგონაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გაათავისუფლეს

18:13, 02.03.2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაგვიდასტურეს.

რუსმა ოკუპანტებმა გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია.

 

მსგავსი