სოფელ რუსთავში „შოთაობა“ აღინიშნება

სოფელ რუსთავში „შოთაობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი წარმოების პროდუქტის და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

შოთაობის“ ტრადიციას საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. დღესასწაულის აღნიშვნა 1990–იანი წლებიდან შეწყდა.

მოგვიანებით, 2008 წელს სოფელ რუსთავში ტრადიცია აღდგა. 2013 წლიდან სახალხო ზეიმმა ვარძიაში გადაინაცვლა. წელს „შოთაობას“ ისევ რუსთავში აღნიშნავენ. ღონისძიების ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში.