„პოეზიის სახალხო დღესასწაული - „შოთაობა-2022“ ასპინძაში

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული „პოეზიის სახალხო დღესასწაული – „შოთაობა-2022“ გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული აქტივობები. დაჯილდოვდნენ „საპატიო ასპინძელებიც“.