სოფელ რუხში ინგლისური ენის პირველი კლუბი გაიხსნა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმაროს. კლუბი ინგლისური ენის სწავლებისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი რესურსებით და ტექნიკით აღიჭურვა. აქვე მოეწყობა ბიბლიოთეკაც. პროგრამა პედაგოგების გადამზადებასაც ითვალისწინებს. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.