სოფელ მეტეხში მცხოვრებ მოზარდებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
სოფელ მეტეხში მცხოვრებ ბავშვებს და მოზარდებს სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის ადგილობრივ ამბულატორიაში, კვლევები და კონსულტაცია მოზარდებს პედიატრებმა, ქირურგებმა, ნევროლოგებმა და სხვა მიმართულების სპეციალისტებმა გაუწიეს.