უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთიდან დევნილებისთვის

ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქციაში წამყვანი კლინიკების მედიკოსები მონაწილეობდნენ. დევნილებმა სხვადასხვა სპეციალისტის მომსახურება მიიღეს. პროგრამის ფარგლებში, დევნილებს, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ასევე უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.

პარალელურად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.